ანა ბიბილაშვილი - ჩვენს ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც დღეს უნდა გამოვიყენოთ
„ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირდა.
ის საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იყო მისული და თავის ხმა დააფიქსირა, შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის მომავალს მისცა.
ბიბილაშვილის თქმით, 2021 წლის რეფერენდუმი მისთვის რამდენიმე საკითხის გამოა მნიშვნელოვანი.
„გავაკეთე არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ, რომ დასრულდეს სიღარიბე, უიმედობა და ურთიერთდაპირისპირება. თითოეული თქვენგანის ხმა არის მნიშვნელოვანი და ამიტომ, დღეს უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენს ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც დღეს უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა, რადგან ქვეყანა არის მათი და მათ უნდა იგრძნონ თავი მშვიდად და დაცულად.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის, ამის გარანტიას გვაძლევს საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან საარჩევნო პროცესს,” – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.