ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს
ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს

ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს. ადგილობრივ არჩევნებში იდალგომ ხმების 50.2 პროცენტი მოიპოვა. სოციალისტური პარტიის წევრი თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

იდალგოს მთავარმა ოპონენტმა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სპიკერმა, რაშიდა დატიმ ხმების 32 პროცენტი მიიღო.

როგორც „ფორბსი“ წერსიდალგოს მთავარი პრიორიტეტი პარიზში ისეთი უბნების შექმნა იქნება, სადაც მოსახლეობა სახლიდან 15 წუთის მანძილზე ყველაფრის შოვნას შეძლებს. ასევე, გაგრძელდება იდალგოს მიერ მერობის პირველი ვადის დროს ამოქმედებული გეგმა „ველო“, რომელიც პარიზში ველოსიპედისტებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.