ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე საკანონმდებლო ნორმების დარღვევით განთავსება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება
ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე საკანონმდებლო ნორმების დარღვევით განთავსება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება

ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე საკანონმდებლო ნორმების დარღვევით განთავსება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 4 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავი ან არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე ისე განთავსება, როცა უზრუნველყოფილი არ არის აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.

ინიციატივის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, – ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 4000 ლარის ოდენობით.