ამსტერდამში, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის შენობასთან პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა
ამსტერდამში, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის შენობასთან პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, ორმხრივი სროლის დროს დაშავდა ასევე გამვლელი.
თვითმხილველების თქმით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილი ამჟამად პოლიციას აქვს გადაკეტილი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.