ამსტერდამში, მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს
ამსტერდამში, მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს

ამსტერდამში, მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მერიასთან შეკრებილები აპროტესტებდნენ აქციების ჩატარების აკრძალვას, რომელიც მას შემდეგ დაწესდა, რაც გასულ კვირას ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ თეთრი ბანერები.

ამასთან, დღეს ამსტერდამში ათობით ადამიანმა ტრამვაის პეტარდები ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.