ამსტერდამში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე 320 ადამიანი დააკავეს
ამსტერდამში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე 320 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრვი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 20 ადამიანი სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დააკავეს. 300 დაკავებული დემონსტრანტი კი, პოლიციის თქმით, არ იცავდა საჯარო დემონსტრაციების შესახებ კანონს.
ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში როგორც პალესტინის, ისე ისრაელის მხარდამჭერი აქციები იმართება.