ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებში მყოფი ისრაელელი გულშემატკივრების ჩამოსაყვანად სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედრო ძალებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის საჭიროება არ იყო.
„ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა, რომლებიც ამსტერდამში მომხდარი საზიზღარი ანტისემიტური ინციდენტის მსხვერპლნი გახდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ნიდერლანდებში გადაუდებელი დიპლომატიური ვიზიტით გაემგზავრა ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. გიდეონ საარის თქმით, ებრაელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი განგაში ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ამსტერდამში ჩასულ ისრაელელ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი.