ნიდერლანდებში ცნობილი გამომძიებელი რეპორტიორი პიტერ დე ვრიესი დაჭრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იგი ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.
დე ვრიესი სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. იგი ცნობილი 1983 წელს ლუდის მაგნატის, ფრედი ჰეინეკენის გატაცების საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გახდა ცნობილი. 2008 წელს კი, ჯილდო აიღო ნატალი ჰოლოუეის გაუჩინარების საქმეზე ჩატარებული გამოძიებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დე ვრიესი ხშირად იღებდა მუქარის წერილებს.