ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა
ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან.

საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებას და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გადანაწილდნენ, სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი. ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი.