ამოქმედდა შეთანხმება, რომელიც შვეიცარიაში ღვინო „კახეთს“, სულგუნსა და „ბორჯომს“ დაიცავს
ამოქმედდა შეთანხმება, რომელიც შვეიცარიაში ღვინო „კახეთს“, სულგუნსა და „ბორჯომს“ დაიცავს

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს დასახელებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება ამოქმედდა.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ცნობით, შეთანხმებით გათვალისწინებულია შემდეგი ქართული დასახელებების დაცვა – ღვინო „კახეთი“, სულგუნი და „ბორჯომი“.

ამასთან, საქართველოში დაცული იქნება ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა Tête de Moine, Gruyère, შვეიცარიული შოკოლადი და შვეიცარიული საათები. გარდა ამისა, წარმოშობის წყარო „შვეიცარია“, კანტონების დასახელება და შვეიცარიის დროშა.