ამოქმედდა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი - 2 409 409
ამოქმედდა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი – 2 409 409.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 24 საათის განმავლობაში დარეკონ ცხელ ხაზზე და დატოვონ ინფორმაცია.
ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 19:00-მდე შემოსულ ზარებს ოპერატორი უპასუხებს, ხოლო შაბათ-კვირას და არასამუშაო საათებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, დატოვონ ინფორმაცია.
პირველი არხის საინფორმაციო სამსახური შეეცდება, არც ერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დატოვოს.