შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც აშშ-ის გუნდმა 20 ქულის სხვაობით მოიგო და საბოლოოდ 151-131 იმარჯვა.
აშშ-ის ნაკრებს 23 ქულით ერიკ პასკალმა ულიდერა, მაილზ ბრიჯესი კი, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი მიითვალა, მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამედ დაასახელეს.
მსოფლიოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით არ ჯეი ბარეტი გამოდგა. ბრენდონ კარარკის ანგარიშზე 22 ქულა და 8 მოხსნაა. ლუკა დონჩიჩმა მოედანზე 23:45 წუთი გაატარა და 16 ქულა მიითვალა.
„ყველა ვარსკვლავის“ პირველ დღეს ასევე გაიმართა ე.წ. „სელებრითების“ მატჩი. თბილისის დროით 16 თებერვალს, ჩიკაგოში, მოთამაშეები ერთმანეთს სამქულიანების ტყორცნაში და ჩატენვებში შეეჯიბრებიან. 17 თებერვალს კი უკვე მთავარი სანახაობა შედგება – ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელშიც ლებრონის გუნდი იანისის გუნდს დაუპირისპირდება.