„შარლოტის“ ლიდერი მაილზ ბრიჯესი ცოლის ცემისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT
„შარლოტის“ ლიდერი მაილზ ბრიჯესი ცოლის ცემისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT

„შარლოტ ჰორნეთსის“ ერთ-ერთი ლიდერი მაილზ ბრიჯესი ოჯახური ძალადობის მიზეზით დააპატიმრეს, – იტყობინება გამოცემა TMZ.

24 წლის კალათბურთელმა თავის ცოლს მიშელ ჯონსონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, გარდა ამისა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი, დაზიანებული აქვს ნეკნი და კისრის კუნთები, აგრეთვე აღენიშნება უამრავი სისხლჩაქცევა.

გოგონამ არა ერთხელ დაწერა სოციალურ ქსელში ქმრის მხრიდან შეურაცხყოფისა და დამცირების შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი შვილები მამის აგრესიის მოწმეები გახდნენ.

ბრიჯესის დაკავების შემდეგ, „შარლოტი“ ოფიციალური კომენტარით გამოვიდა და განაცხადა, რომ დამატებით ინფორმაციას აგროვებს.

2021-22 წლების სეზონში ბრიჯესი საშუალოდ მატჩში 20.0 ქულას, 6.9 მოხსნასა და 3.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.