ამომავალი ვარსკვლავების მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მოიგო, ყველაზე ღირებული მოთამაშე მაილზ ბრიჯესი გახდა (ვიდეო)

ჩიკაგოში სტარტი აიღო ყველა ვარსკვლავის კვირეულმა. ტრადიციულად პირველი ღონისძიება ამომავალი ვარსკვლავების მატჩი იყო, სადაც აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა და 151-131 მოიგო.

მსოფლიოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მეტოქეზე უკეთ გამართა. დასამახსოვრებელი იყო ლუკა დონჩიჩის სირენასთან ერთად საკუთრი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი.

შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც აშშ-ის გუნდმა 20 ქულის სხვაობით მოიგო და საბოლოოდ 151-131 იმარჯვა.

აშშ-ის ნაკრებს 23 ქულით ერიკ პასკალმა ულიდერა, მაილზ ბრიჯესი კი, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი მიითვალა, მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამედ დაასახელეს.

მსოფლიოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით არ ჯეი ბარეტი გამოდგა. ბრენდონ კარარკის ანგარიშზე 22 ქულა და 8 მოხსნაა. ლუკა დონჩიჩმა მოედანზე 23:45 წუთი გაატარა და 16 ქულა მიითვალა.

„ყველა ვარსკვლავის“ პირველ დღეს ასევე გაიმართა ე.წ. „სელებრითების“ მატჩი. თბილისის დროით 16 თებერვალს, ჩიკაგოში, მოთამაშეები ერთმანეთს სამქულიანების ტყორცნაში და ჩატენვებში შეეჯიბრებიან. 17 თებერვალს კი უკვე მთავარი სანახაობა შედგება – ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელშიც ლებრონის გუნდი იანისის გუნდს დაუპირისპირდება.