Amnesty International-ის თურქეთის ფილიალის ხელმძღვანელი თურქეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თურქეთის სასამართლომ Amnesty International-ის თურქეთის ფილიალის ხელმძღვანელი, ტანერ კილიჩი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ორგანიზაციის ევროპის ფილიალის ხელმძღვანელი, გაური ვან გულიკი ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცლედა ინფორმაცია, რომ სასამართლო კილიჩის გათავისუფლებას გეგმავდა იმ პირობით, რომ პროცესის დასრულებამდე ის ქვეყანას არ დატოვებდა. გულიკის ინფორმაციით, რამდენიმე საათში სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა.
„არ გავჩერდებით ვიდრე ის თავისუფალი არ იქნება“, – წერს Amnesty International-ის ევროპის ფილიალის ხელმძღვანელი.
ტანერ კილიჩი გასული წლის ივნისში იზმირში დააკავეს. ის 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ბრალდებული.