Amnesty International-ი საუდის არაბეთს დაპატიმრებული აქტივისტების წამებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
Amnesty International-ი საუდის არაბეთს დაპატიმრებული აქტივისტების წამებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის სამეფოში ბოლო რამდენიმე თვეში ათობით აქტივისტი ქალი დააკავეს. მათი დიდი ნაწილი ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლებისთვის იბრძოდა.
2017 წლის ივნისში საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის მართვა დაუშვეს, თუმცა ახლო აღმოსავლეთის სამეფოში სიახლეს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
ციხეში ყოფნის დროს ქალ აქტივისტებს ელექტროშოკით აწამებენ და როზგავენ, რის შემდეგაც, რამდენიმე მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამასთან, ქალ პატიმრებზე მუდმივი სექსუალური შევიწროება ხორციელდება.
ოფიციალურ ერ-რიადს ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა საუდის არაბეთში არაერთხელ განაცხადეს, რომ აღნიშნული პატიმრები არა აქტივისტობის, არამედ შპიონაჟში ბრალდებით დააკავეს.
საუდის არაბეთში დაპატიმრებული ქალი აქტივისტების გათავისუფლებით ერ-რიადს რამდენიმე კვირის წინ გაერომაც მიმართა.