Amnesty International-ი ინგუშეთში მიმდინარე დემონსტრაციას თვალყურს ადევნებს
Amnesty International-ი ინგუშეთში მიმდინარე დემონსტრაციას თვალყურს ადევნებს, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციამ Deutsche Welle-ს განუცხადა.
როგორც ცნობილია, უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალის უსაფუძვლო გამოყენებას აკონტროლებენ.
ინგუშეთში უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციები მიმდინარეობს. აქციის მიზეზი ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებაა.
რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს ხელი მოაწერეს საზღვრების დაცვის ხელშეკრულებას.
შეთანხმება ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონისა და ჩეჩნეთის მალგობეკსკის რაიონის დაუსახლებელი ტერიტორიების გაცვლას ითვალისწინებს. ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ტერიტორიების არათანაბრად გაცვლა მოხდა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.