„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - შეშფოთებული ვართ ბერლინში პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გადამეტების ცნობებით, მოვითხოვთ დამოუკიდებელი გამოძიებების ჩატარებას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ბერლინში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც „ამნესთი ინთერნეიშენალი“ წერს, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ცნობებით შეშფოთებული არიან.
„შეშფოთებული ვართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ვიდეოკადრებითა და ცნობებით, რომელიც პალესტინის სოლიდარობის ნიშნად, ბერლინში შაბათს გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ვიხილეთ. მასში მონაწილე პოლიციის ოფიცერთა მიმართ დამოუკიდებელი გამოძიებების ჩატარებას მოვითხოვთ“, – წერს „ამნესთი ინთერნეიშენალი“.