„ამნესტი ინტერნეიშენალი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიკრობლოგ „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიკრობლოგ „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს.
„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ – აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, – აღნიშნულია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ „ტვიტერის“ გვერდზე.