მალაგაში, “ლა როსალედას” სტადიონზე ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტის რანგში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 5:0 გაანადგურა მომავალი მუნდიალის კიდევ ერთი მონაწილე კოსტა რიკა.
გოლები ამ შეხვედრაში ხორდი ალბამ, ალვარო მორატამ, დავიდ სილვამ (ორჯერ) და ანდრეს ინიესტამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სილვას ნაკრებში 35 გოლი დაუგროვდა და ის ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან მხოლოდ ფერნანდო ტორესი (38), რაული(44) და დავიდ ვილია (59).
ესპანეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
არისაბალაგა – ოდრიოსოლა, სერხიო რამოსი (ბარტრა, 46), პიკე (ნაჩო, 46), – ხორდი ალბა – ბუსკეტსი (საულ ნიგესი, 46) – ტიაგო ალკანტარა, ისკო (მარკო ასენსიო, 65) – ინიესტა (ლუის ალბერტო, 74) – მორატა (ასპასი, 46), დავიდ სილვა.
ესპანეთი შემდეგ შეხვედრას 14 ნოემბერს, სანკტ-პეტერბურგში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.