ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ დანაშაულის 5,4%-ით ზრდა აჟიოტაჟის საფუძველი არ უნდა გახდეს
ექსპერტი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ დანაშაულის 5,4%-ით ზრდაზე ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს.
როგორც ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, თუ დანაშაულის მატება ტენდენციურ ხასიათს მიიღებს, მაშინ ეს გამოსასწორებელია.
“5 ,4% არ არის მაჩვენებელი, რის გამოც ზედმეტი აჟიოტაჟი უნდა ატყდეს. აქვე ვიტყვი, ბოლო წლებში მეტად შუქდება დანაშაულები, ვიდრე წინა წლებში და ამ კუთხითაც ყურადღებაა მისაქცევი“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, გასაანალიზებელია, თუ რა სახის დანაშაულმა მოიმატა, სად არის კლება.
შსს-ს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. მათივე ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით.