ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, 700-მდე სამედიცინო მიმართულების სტუდენტი პრაქტიკულ საქმიანობაში უკვე ჩაერთო
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, 700-მდე სამედიცინო მიმართულების სტუდენტი პრაქტიკულ საქმიანობაში უკვე ჩაერთო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით 1 800-მდე სამედიცინო მიმართულების სტუდენტი გადამზადდა.

მისივე ინფორმაციით, 700-მდე სტუდენტი პრაქტიკულ საქმიანობაში უკვე ჩაერთო.

„კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული არიან რეზიდენტებიც. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროცესში ჩაერთნენ მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების 1 800-მდე სტუდენტმა გაიარა მოკლეხნიანი გადამზადება. როგორც ვიცი, აქედან დაახლოებით 700 უკვე პრაქტიკულ საქმეშია ჩართული – როგორც ექიმების ასისტენტებად, ისე ექთნებად და ასე შემდეგ.

მოგეხსენებათ, გამოცხადებულია სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზაცია – ექიმების, ექთნების, ასევე არასამკურნალო პროფილის ექიმების, იგივე სტომატოლოგები შეიძლება ფართოდ იყვნენ გამოყენებული სხვადასხვა ქოლცენტრში ნიმუშების ამღებებად და ასე შემდეგ. ამის ბევრი მაგალითია უკვე ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ახალ ველოსიპედებს არ ვიგონებთ. რაც მეტი იქნება მობილიზება როგორც ექიმების, ისე დამამთავრებელი სტუდენტების, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის შეჩერების პროცესში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.