ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში 900-მდე სხვადასხვა პროფილის საწოლია თავისუფალი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი.
მისივე თქმით, კლინიკიდან პაციენტები ყოველდღიურად ეწერებიან, რის გამოც საწოლების რაოდენობაც თავისუფლდება.
„მოგეხსენებათ, კლინიკიდან ყოველდღიურად ეწერებიან პაციენტები. ამიტომ, როგორც ინფორმაცია მაქვს მინისტრისგან, დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პროფილის დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. მოგეხსენებათ, კოვიდინფიცირებულების გარდა, შესაძლოა, იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები და მათ დიალიზის განყოფილებაში მოუწიოთ გადაყვანა, ან კიდევ ონკოლოგიური პაციენტი იყოს კოვიდინფიცირებულლთან ერთად, ამიტომ სპეციალური საწოლებიც არის მრავალპროფილურ ჰოსპიტლებში. საერთო ჯამში, როგორც ვიცი, თავისუფალი საწოლების რაოდენო დასახელებულ ციფრებს შორის მერყეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.