ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დიდი კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, რომლითაც განისაზღვრება, როგორია ქვეყანაში ვირუსის უსიმპტომო ფორმების ცირკულაცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დიდი კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, რომლითაც განისაზღვრება, როგორია ქვეყანაში ვირუსის უსიმპტომო ფორმების ცირკულაცია.
„ალბათ, სამ-ოთხ დღეში გვექნება დიდი რანდომული კვლევის შედეგები. 1 200 სისხლის ნიმუშია აღებული ქვეყნის ოთხ მუნიციპალიტეტში და დაახლოებით, გვეცოდინება როგორია ქვეყანაში ფარული, ე.წ. ასიმპტომური ფორმების ცირკულაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.