ამირან გამყრელიძემ ქუთაისში კლინიკები მოინახულა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქუთაისში იმყოფება.
გამყრელიძემ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ქუთაისში მდებარე კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, აგვისტოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატოს, რის გამოც ის რეგიონებში კლინიკების მზადყოფნას ამოწმებს.
მოგვიანებით, ამირან გამყრელიძისა და ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძის, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა.