ამირან გამყრელიძე - ზურაბ ჭიაბერაშვილი ნამდვილად არ იტყოდა, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსს
ზურაბ ჭიაბერაშვილი ნამდვილად არ იტყოდა, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქპოსტზე კომენტარისას აღნიშნა.
„იცით რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში? გაერო-ს წევრი არის 194 და თუ არ ვცდები, 204 ქვეყანა მსოფლიოში. დარწმუნებული ხართ თქვენ, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელია? მე და ბატონ ზურაბს, იცით თქვენ, ისტორიული კოლეგიალობა გვაქვს. არასოდეს არ ვაკრიტიკებ ჩემს ან წინმსვლელებს ან შემდგომ მყოფ ადამიანებს. ბატონ ზურაბს პატივს ვცემ, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ მაგას ნამდვილად არ იტყოდა, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი შეხვდაო.
საკმარისი არის შედარებითი ცნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ გადავიტანეთ დიფტერიის ეპიდემია, აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი და ა.შ. შედარებითია ყველაფერი. დღეს შედარებით ქვეყანა უფრო მომზადებულია. პოლიტიკურ დებატებში არ შევდივარ არავისთან. პოლიტიკიდან დიდი ხანია, უკვე წასული ვარ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნამ სადაც წერდა:„ჩვენ რვა წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს“,- წერს ჭიაბერაშვილი.