ამირან გამყრელიძე - ყველამ გავიკეთოთ პირბადე, ეს ხომ ყველაზე მარტივია, არც ანტივაქსერობა სჭირდება, არც ვაქსერობა და არაფერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია დაწესებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა.
რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე საუბრისას, ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე. მან აქვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 47 პროცენტია, რაც გამყრელიძის თქმით, საკმარისი არ არის.
„ჩემს მოწოდებებს თუ ისმენთ ხოლმე, ჩემი მოწოდებაა, მხოლოდ პირბადის მაჩვენებელი, რომელიც დღეს არის 47 პროცენტი, 95 პროცენტზე რომ ავიყვანოთ. ეს დეკემბრამდე დაზოგავს 300 ადამიანის სიცოცხლეს. ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება, არც ვაქსერობა და არაფერი. ყველამ გავიკეთოთ პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.