წყლით და გარუჯვით კორონავირუსი არ გადაგედებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანაპიროზე პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა დისტანცია უნდა იყოს დაცული.
„კორონავირუსის გადადება წყალს არ უკავშირდება, წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ. არც გარუჯვით მზისგან არ მოვა. ჩვენი რეკომენდაციები ვებგვერდზეა და გთხოვთ, ნახოთ. კორონავირუსი მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე კიდევ სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ სამი-ოთხი ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია პრევენციული საშუალებები გქონდეთ. დისტანცია იყოს დაცული“, – განაცხადა გამყრელიძემ.