ამირან გამყრელიძე - ვითარების დასტაბილურებამდე სასურველია, რომ აჭარაში იმუშაოს პრინციპმა „დარჩი სახლში“
ამირან გამყრელიძე - ვითარების დასტაბილურებამდე სასურველია, რომ აჭარაში იმუშაოს პრინციპმა „დარჩი სახლში“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, აჭარის რეგიონში პრინციპი – „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს.

გამყრელიძე განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდებს, რომ ვითარების დასტაბილურებამდე მობილობა შეამცირონ.

„ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოვუწოდებ, პრინციპი „დარჩი სახლში“ ისევ ავამოქმედოთ აჭარაში, ასევე მაქსიმალურად იყოს დისტანციური მუშაობა. მოვუწოდებ ხანდაზმულებს, სასურველია, რომ დროებით, ვიდრე აჭარაში სიტუაციას ისევ დავასტაბილურებთ, მობილობა დაეცეს. რა თქმა უნდა, მათ არავინ დააჯარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპმა აჭარაში იმუშაოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.