ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 10-15 პროცენტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული.
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 10-15 პროცენტია.
„დღეს ქვეყანაში ოფიციალურად ინდური შტამის 20 შემთხვევა გვაქვს აღრიცხული, იყო 18 და შაბათს დადასტურდა კიდევ ორი. ვვარაუდობთ, რომ 10-15 პროცენტი არის უკვე ეს დელტა ანუ ინდური შტამი ქვეყანაში. შესაბამისად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც შარშან იყო, რომ თითქოს ყველამ დავიჯერეთ, დავამარცხეთ კოვიდი და შემდეგ ვნახეთ, რა მოხდა ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.