ამირან გამყრელიძე - სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ, რამდენია აცრილი თანამშრომელი, როგორია სკოლის მოსწავლეთა მშობლების აცრის მაჩვენებელი და მოუწოდონ მათ აცრისკენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, იცოდნენ, რამდენია მასთან აცრილი თანამშრომელი და რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ აცრისკენ.
„მოწოდება და რეკომენდაცია დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა იაცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა დასწრებული დაიწყოს და პარალელურად მიეცა მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.