დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით პირდაპირ ეთერში 4 მაისს აიცრა.