ამირან გამყრელიძე - საუბრობენ, რომ დაიკარგა ვაქცინები და ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი, არაფერი დაკარგულა
საუბრობენ, რომ დაიკარგა ვაქცინები და ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი, არაფერი დაკარგულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე განმარტავს, რომ ვაქცინების შემთხვევაში დანაკარგი სულ სხვა მნიშვნელობისაა.
„ხალხმა ჯავშნები აიღო, რადგან ჩვენ 22 ივნისს ველოდებით 43 000 დოზა „ასტრაზენკას“ ვაქცინის შემოსვლას. ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი. როცა მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, არაფერი დაკარგულა. დანაკარგი არის სხვა რამე.
გიდასტურებთ, „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი, რადგან „ასტრაზენეკა“ გამოდის 10-დოზიან ფლაკონში. ვთქვათ, აცრისთვის ჩაწერილია ხუთი, ხუთი საათის შემდეგ ვაქცინის ადმინისტრირება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, დანაკარგი ხდება. ჩვენი იმუნიზაციის პროგრამით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ვაქცინების დანაკარგი დაშვებულია 15 პროცენტამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.