ამირან გამყრელიძე - სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები იქნება „ბრწყინვალე შვიდეულის“ პერიოდში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირ გამყრელიძის განცხადებით, სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები „ბრწყინვალე შვიდეულის“ პერიოდში იმოქმედებს.
„ბრწყინვალე შვიდეულის“ პერიოდში იქნება შეზღუდვები სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით. არ დაკონკრეტებულა, ყველაზე ხშირად ადამიანები სასაფლაოებზე გადიოდნენ ორშაბათს და სამშაბათს, ამიტომ ამ დღეებში იქნება შესაბამისი სიმკაცრე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.