ამირან გამყრელიძე - საქართველოში რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.
„რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. კვლევაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევა, იქედან უმრავლესობა უკუგდებულია, რამეთუ არ დადასტურდა რეინფიცირება გენეტიკური კვლევებით.
ახლა, ამ ეტაპზე, დღეისთვის არც ერთი რეინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული ჩვენ არ გვაქვს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.