ამირან გამყრელიძე - საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს
საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში აქვთ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორივე იზოლირებულია და მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა.
„ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში დღეს „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.