ამირან გამყრელიძე - საქართველოში 24 საათში ჩატარებულია 11 527 „პისიარ“ კვლევა, ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტები არიან
ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩატარებულია 11 527 „პისიარ“ კვლევა. გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი ადამიანები არიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძე ინფცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ხოლო კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს.
„ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩატარებულია 11 527 „პისიარ“ კვლევა. გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი ადამიანები არიან. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორებიცაა რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, მივმართოთ ოჯახის ექიმს, თუ არ ვიციცთ ტელეფონის ნომერი, 112-ის საშუალებით დავუკავშირდეთ.
საკმაოდ დიდი ჯგუფია კონტაქტირებული ადამიანებისა, ამ შემთხვევაშიც პირდაპირი რეკომენდაციია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები დაუყოვნებლივ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ 12 დღის განავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში პირს გამოუვლინდება სმპტომები, აუცილებელია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.