ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს
საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს, არამედ განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გართულებული ეპიდვითარების ფონზე კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ამ დაწოლას უძლებს.
გამყრელიძის განცხადებით, საწოლების მარაგი საკმარისია და სხვადსხვა კლინიკას საჭიროებისამებრ ყოველდღიურად ემატება.
„რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-მდე ადამიანი, ჯერჯერობთ ჯანდაცვის სიტემა ამ დაწოლას უძლებს. მოგეხსენებათ, ნოემბერში, კორონავირუსის გავრცელების პიკზე ჩვენ გვქონდა 7 500-8 000 საწოლი გაშლილი. ამიტომ, საწოლფონდთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემას რესურსი აქვს. ყოველდღიურად ემატება ახალი საწოლების რაოდენობა სხვადასხვა კლინიკაში. ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, გუშინ გაჩერდა ეგრეთ წოდებული გეგმური სერვისები საავადმყოფოებში. საავადმყოფოები მხოლოდ ურგენტულ სერვისებზე გადადიან. შესაბამისად, საწოლფონდიც მეტად გამოთავისუფლდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.