ამირან გამყრელიძე - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
ამირან გამყრელიძე - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიაში სამუშაოები მხოლოდ დაავადებათა პრევენციისთვის მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალისტებმა სრულად შეისწავლეს ლაბორატორიის მუშაობა. დაზუსტდა, რომ სამუშაოები სრულად გამჭვირვალეა და მოსახლეობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„დღეს დასკვნა აუცილებლად დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. ახლა მიმდინარეობს იმ დასკვნის თარგმნა, რომელიც შეფასებითმა მისიამ გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნდა. ვიტყოდი, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე დასკვნა ძალიან პოზიტიურია. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც დაახლოებით 23 ადამიანისგან შედგებოდა, ერთხმად დაასკვნა, რომ საქართველოს ეს ძალიან გამჭვირვალე ლაბორატორიაა.

ექსპერტების მოთხოვნის შესაბამისად, დაათვალიერეს ყველა კუთხე, ყველა დოკუმენტი და მიმდინარე სამეცნიერო პროექტები. მათი შეფასებით, ლაბორატორია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების პრინციპით. რაც მთავარია, დაასკვნეს, რომ ლაბორატორიაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საჭირო დაავდებათა პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ადამიანთა დაცვისკენ მიმართული სამუშაოების გარდა, სხვა სამუშაოები იქ არ მიმდინარეობს. ანუ ეს არის მაღალი დონის საზოგადოებრივი, ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.