ამირან გამყრელიძე - ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 7 079 „პისიარ“ ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა
გუშინ ქვეყნის მასშტაბით 7 079 „პისიარ“ ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპპზე, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
„გუშინ ქვეყნის მასშტაბით 7 079 „პისიარ“ ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა. დღეს კარანტინში გყავს 6 080 ადამიანი, 1 310 გამოჯანმრთელებულია, რაც 80 პროცენტია საერთო მაჩვენებლის. დაფიქსირებულია სიკვდილის 19 შემთხვევაა, ეს საერთო მაჩვენებლის 1, 15 პროცენტია. ეს არის საერთო ეპიდსიტუაცია. ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური ტესტირებაა, თუმცა გუშინ საღამოს ტესტირების შემცირების ტენდენცია გაჩნდა ბულვარის კარვებში, სულ, 600-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ასევე, ბათუმის ხუთ კლინიკაში კეთდება ტესტირება. ყურადღებას იპყრობს, ასევე რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი. ამასთან, მნიშვნელოვანი ხდება გარკვეულწილად, გურიის შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.