ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ჩინური ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულდა
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ჩინური ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულდა

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დიდი აქტივობა არ არის, მაგრამ თანდათან „იქოქება“ მდგომარეობა. ვფიქრობთ, ვაქცინაციაში ჩართულ პირთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იგეგმება სხვადასხვა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა. ამ თავლსაზრისით, როგორც გამყრელიძე ამბობს, მოლაპარაკება დასრულდა ჩინურ ვაქცინა „სინოფარმთან“ დაკავშირებით.

„იგეგმება სხვადასხვა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა. საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულწილად დასრულებაზე, ხოლო დასრულდა მოლაპარაკება „სინოფარმზე“, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებაში. ჩინეთის მოსახლეობა ამ ვაქცინით არის აცრილი. მოგეხენებათ, „სინოფარმს“ და სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნებათ. „სინოფარმს“ აქვს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ავტორიზაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.