ამირან გამყრელიძე - ქვეყანამ გუშინ მიიღო გრიპის ვაქცინის 77 ათასი დოზა, რომლითაც რისკჯგუფები აიცრებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველომ გუშინ მიიღო გრიპის ვაქცინის 77 ათასი დოზა. მისივე თქმით, ვაქცინით რისკჯგუფები აიცრებიან.
„გუშინ ღამით 77 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში. განრიგის მიხცედვით, ნოემბრის პირველ რიცხვში უნდა შემოვიდეს 110 ათასი დოზა, დღეიდან უკვე დარიგებულია და თითქმის ყველაგან არის გატანილი. თავისთავად თვილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ რაიონებშიც. ანუ წინა შემთხვევების 25 ათასი დოზიდან 13 ათასი იყო ათვისებული რისკჯგუფებზე, რომელთა შორის იყვნენ ორსულები, შიდსიანები. დღეიდან, შესაძლებელია, მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს ვაქცინაცია, ანუ ვინც რისკჯგუფებში არიან და ეს რისკჯგუფები რამდენიმეჯერ დავასახელეთ. დღეიდან განსაკუთრებით ფართო რისკჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება. ეს არის სამედიცინო პერსონალი, ასევე ყველა დიაბეტიანი, 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც ქრონიკული გულ-სისხლძრაღვთა დაავადებები აქვთ. ასევე აიცრებიან ქართული ჯარის ნაწილები, ასევე პატრული და ამას გარდა არის კიდევ მცირე რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.