ამირან გამყრელიძე - პირდაპირ ვამბობ, პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ყოველთვის აჟღერებდა რეკომენდაციებს, რომ საარჩევნო პერიოდში წესები დაცული ყოფილიყო და გამოეყენებინათ პირბადე.
გამყრელიძე დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყანაში სერიოზულად შეუწყო ხელი დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
„პოლიტიკოსების მიმართ ვსაუბრობდი რეკომენდაციებზე (გარკვეულ პერიოდში შემდეგ მივაღწიეთ) ამომრჩევლებს რომ ხვდებოდნენ, რაც შეიძლება მაქსიმალურად ყოფილიყო შეზღუდული შემხვედრთა რიცხვი, ყველას ეტარებია გარეთაც პირბადე, თვითონ პიროვნებას, ვინც საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა და ადამიანებს, ვისაც ხვდებოდა, არ ყოფილიყო შემდეგ, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ხვევნა-კოცნა, შემდეგ აღსანიშნავი სუფრები. ამას ხშირად ვამბობდი, ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ. პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყანაში სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც ვართ დღეს, პირდაპირ ვაფიქსირებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.