ამირან გამყრელიძე - პანდემიამ ერთმანეთთან შეხვედრისას კოცნას გადაგვაჩვია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგანაც
ამირან გამყრელიძე - პანდემიამ ერთმანეთთან შეხვედრისას კოცნას გადაგვაჩვია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგანაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხშირად იმეორებდა, რომ ცალკე აღებული საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს, ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, წესები ბოლომდე დაცული მაინც არ იყო, მაგალითად, აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთ ქალაქში, ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი ჩატარდა.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავყრილობებისგან თავი შეიკავონ.

„ხშირად ვამბობდით, რომ საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს ამ პანდემიას, პანდემიას დაამარცხებს მთელი მსოფლიო ერთად. ამიტომ დავიცვათ წესები, ხშირად დავიბანოთ ხელები, გვეკეთოს პირბადე, არ გადავიხადოთ დიდი ქორწილები, ბევრჯერ ვთქვი, რომ აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთ ქალაქში, არ ვასახელებ, ერთიანად იყო ცხრა 400-კაციანი ქორწილი, საიდანაც პირველი დიდი ეპიდაფეთქება წამოვიდა, რომელიც შემდეგ გავრცელდა და გავრცელდა. ხომ გადავეჩვიეთ კოცნას ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, გადგვაჩვია ამ პანდემიამ, ისევ გთხოვთ, რომ ერთი წელიწადი თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. მაინც არის ხოლმე, თბილისში აკრძალა რესტორნები, გადაინაცვლა მცხეთაში, შემდეგ მცხეთაშიც დაიკეტა ათი საათის შემდეგ, თავშეკავება გვმართებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.