ამირან გამყრელიძე - ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას დავიწყებთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.
მისი თქმით, აუვილებელია, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალმა პირებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, რათა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვითარება არ გართულდეს.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რისკ ჯუფების აცრა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
„შემოდგომაზე იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია, გარჩევა ხდება ძირითადად ლაბორატორიულად. მსოფლიო ძალიან ყირადღებით ეკიდება. პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად, ანუ თანაარსებობა იქნება. ეს ერთი მხრივ საფრთხილოა, რადგან მათ ურთიერთდამძიმების პოტენციალი აქვთ. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას დავიწყებთ და ვინც არიან, უნდა აიცრან. წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.