ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი შემსუბუქება ინფექციის შემთხვევების ზრდის რისკია, მაგრამ თუ დავიცავთ ყველა წესს, ზრდის დიდი რისკი არ გვექნება
ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი შემსუბუქება ინფექციის შემთხვევების ზრდის რისკია, მაგრამ თუ დავიცავთ ყველა წესს, ზრდის დიდი რისკი არ გვექნება

იანვრის განმავლობაში სტაბილიზაციის კარგი დინამიკა გვაქვს, ანუ დადებითობის პროცენტი ჩამოვიდა ქვევით. დღეს დილით გვქონდა 3,8 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოსახლეობა წესებს მაქსიმალურად დაიცავს, ინფექციის ზრდის რისკი არ იქნება.

განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა აჭარაში, რაც ნიშანია იმისა, რომ სერიოზულად შემცირებულია ვირუსის ცირკულაციის ინტენსივობა და ეს უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა ნებისმიერი შემსუბუქება და ლიბერალიზაცია არის რისკი ინფექციის შემთხვევების გაზრდის, მაგრამ ამის პარალელურად თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და რეკომენდაციას, პირველ რიგში პირბადის მასობრივად ტარება, დისტანცია, უარს ვიტყვით დიდ შეკრებებზე, მაშინ ზრდის დიდი რისკი არ გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.