ამირან გამყრელიძე - მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან ისევ იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა, თუმცა რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, ამის ალბათობა ნაკლები იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება, სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.
სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აუცილებელი რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან, რათა ვირუსის გავრცელების რისკები შემცირდეს.
„მოგეხსენებათ,ზოგადად ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში დამშვიდებისკენ მიდის. შემთხვევათა რაოდენობა ყველაგან იკლებს და ეს დაღმასვლა გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ სხვადასხვა ინსტიტუტის პროგნოზირების მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან ისევ იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა. ყველა რეკომენდაციას თუ დავიცავთ, ამის ალბათობა ნაკლები იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევების ზრდის რისკი და ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.