ამირან გამყრელიძე - „მოდერნას“ ვაქცინაზე ამ ეტაპზე უარი ითქვა, ბევრი მოლაპარაკების მიუხედავად, პირობები არცთუ მისაღები იყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ შეჩერდა მოლაპარაკებები „მოდერნას“ ვაქცინასთან მიმართებით.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით პირობები მიუღებელი იყო, რაც კომპანიისთვის უარის თქმის მიზეზი გახდა.
„მოდერნასთან“ ძირითადი არსი გახლდათ, რომ მოწოდების დრო იყო მომავალი 2022 წელი. პირობები არცთუ მისაღები იყო. მოგეხსენებათ „მოდერნა“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ბევრი იყო მასთან მოლაპარაკება, მაგრამ როცა 2021 წელს გვიჭირს ვაქცინების მოპოვება, ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. ძირითადი აქცენტი იყო 2022 წელზე, ამიტომაც ამ ეტაპზე უარი ითქვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.