ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მსჯელობა, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს
ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მსჯელობა, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვაზე.

„არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა. გიდასტურებთ, არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, შემზღუდველ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა ხვალ გამოაცხადებს.