ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მსჯელობა, აბიტურიენტმა გამოცდებზე მუშაობის პროცესში შეიძლება თუ არა, რომ პირბადე მოიხსნას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, აბიტურიენტმა გამოცდაზე მუშაობის პროცესში შეიძლება თუ არა, რომ პირბადე მოიხსნას.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა კონსულტაციები.
„ალბათ, სულ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი პირბადეებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მსჯელობა იმ საკითხთან მიმართებაში, რომ აბიტურიენტი უნდა შევიდეს პირბადით, თუმცა მუშაობის პროცესში, როცა წერს, შეიძლება თუ არა, რომ მოიხსნას. იქ ისეთი პირობები იქმნება – დამცავი ფარი, დისტანცია აბიტურიენტებს შორის, რომ ამაზე ვმსჯელობთ, შეიძლება თუ არა, რომ მოიხსნან პირბადე მუშაობის პროცესში. მაგრამ, თუ კითხვა ექნება ზედამხევდლთან ან გადის ოთახიდან, მას უნდა ეკეთოს პირბადე“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.